|
2016-09-28 22:13:32, 832 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლზე დაკავებული 11 ახალგაზრდის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 11 ახალგზარდის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. სავარაუდოდ, პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობას მოითხოვს. დაკავებულები სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც ხულიგნობის ბრალდებით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გუშინ ღამით დააკავეს. შეგახსენებთ, როგორც შსს-დან "ექსპრენიუსს" აცნობეს, გუშინ აქტივისტებმა არასანქცირებული მსვლელობა გამართეს. მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)