|
2016-09-28 16:53:43, 1429 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებებს შორის მოხვდა
ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა დღეს საქართველოში ყველაზე ღია საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონია გამართა. IDFI-ის სიგელი ყველა იმ უწყებას გადაეცა, რომელმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა. სულ 55 საჯარო დაწესებულება დაჯილდოვდა, მათ შორის-აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. IDFI-ს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, ზოგადად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 82%-მდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს დაკმაყოფილებული განცხადებების მაჩვენებელმა 86% შეადგინა. 2016 წელს IDFI-ს მიერ მიღებული პასუხების რაოდენობა კვლავ შემცირდა და 85% შეადგინა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ხშირი ცვლილების მიუხედავად, 2010 წელთან შედარებით, დღესდღეობით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)