|
2016-09-28 15:11:43, 735 ნახვა
საზოგადოება
ისანში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
ისნის რაიონში, ახალაშენებულ №37 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. ონაშვილის ქუჩის №1-ში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა. დავით ნარმანიამ პატარებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ახლადგახსნილი ბაღი სტუმრებთან ერთად დაათვალიერა. „დღეს მორიგი ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით, რითაც 500-მდე ბავშვი გავახარეთ. რაც მთავარია, უბანში მთლიანად მოგვარდა პრობლემა, რომელიც ამ ადგილზე ბაღის დახურვის შემდეგ, წლების განმავლობაში, აქტუალური იყო. ამ ახალი საბავშვო ბაღის გახსნის შემდეგ აქ მცხოვრები არცერთი ბავშვი ბაღის გარეშე არ დარჩება. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი ბაღი, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ პატარები ღირსეულად, ყველა წესის დაცვით აღიზარდონ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. №37 ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ შვიდი ბაღიდან, რომელთა მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. ორსართულიანი ბაგა-ბაღი წინა წლებში დახურული ბაღის ადგილზე აშენდა. 2300 კვ.მ-ზე განთავსებული საბავშვო ბაგა-ბაღი სკოლამდელი განათლებით 480 ბავშვს უზრუნველყოფს. ბაღში შექმნილია აღსაზრდელთა 12, მათ შორის, 3 ბაგას ჯგუფი. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მიმდინარე წელს, აღნიშნული ბაღის ჩათვლით, თბილისს 6 ახალი ბაღი შეემატა. კიდევ ერთი საბავშვო ბაღი, დედაქალაქში, ოქტომბერში გაიხსნება. ამასთან, შემოდგომაზე 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.
(NS)
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)