|
2016-09-28 15:06:30, 1411 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო IDFI-მ 100%-ით გამჭვირვალე უწყებად დაასახელა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 2016 წელს პირველად 100 %-ით გამჭვირვალე საჯარო უწყებად დასახელდა. სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე საჯარო უწყების ხელმძღვანელს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ის) სპეციალური ჯილდო - „2016 წლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“ გადაეცა. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პირველად დაჯილდოვდა, როგორც 100 %-ით გამჭვირვალე უწყება. ასევე, სამინისტროსთან ერთად დაჯილდოვდა ჩვენი ორი დანაყოფი - პრობაციის ეროვნული სააგენტო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი. ჩვენ მუდმივად მზად ვართ გამჭვირვალე საქმიანობისთვის. საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც გააჩნია,“_ განაცხადა კახა კახიშვილმა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარის, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ისე როგორც მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები 2016 წელს გამოირჩევიან 100%-იანი მაჩვენებლით. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სრულყოფილად და ვადის დაცვით გასცა პასუხი ყველა შეკითხვას. მისასალმებელია ის 100%-იანი მაჩვენებელი, რაც აქვს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებულ სსიპ-ებს. ამიტომაც, სამინისტრო პირველად დაჯილდოვდა IDFI-ის მიერ,“ _ განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მუდმივად მუშაობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემის დახვეწაზე. ღია მმართველობის კონცეფციიდან გამომდინარე, სამინისტრო გამჭვირვალობის პრინციპებს იცავს და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე, აქტიურად იყენებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებსა თუ რეკომენდაციებს პრაქტიკაში.
(NS)
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)