|
2016-09-27 14:13:55, 531 ნახვა
საზოგადოება
“ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ. მათ ადგილზე ანთებული სანთლებით სიმბოლურად წარწერა: „ჩემი საქართველო აქ არის“ გამოსახეს. აქცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო. „ახალგაზრდები ზუგდიდიდან შევიკრიბეთ, რათა ამ დღეს გამოვხატოთ ჩვენი წუხილი და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ ჩვენ მზად ვართ, შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ ძმებს. მიგვაჩნია, რომ საქართველო არის როგორც ამ ხიდის ერთ ბოლოში, ასევე მეორე ბოლოში. ჩვენი საქართველო აქ არის“, - განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ ქადარიამ. 1993 წლის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღეს დასრულდა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი, რის შედეგადაც ათასობით მოქალაქე დევნილი გახდა. მას შემდეგ, 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის და ხსოვნის დღეა.
(NS)
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)