|
2016-09-27 14:07:54, 674 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: არ დავუშვებთ, რომ ვიღეცებმა სისხლისღვრა და გადატრიალება მოაწყონ
„არავის არაფერი გამოუვა, ჩვენი მიზანია არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარება“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა, რომ გარკვეული ჯგუფები პროვოკაციებს გეგმავენ. „არ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა სისხლისღვრა და გადატრიალება განახორციელონ. ამაზე მიუთითებს „თავისუფალი ზონის“ განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა. მათ კარგად იციან, რომ არჩევნები აქვთ წაგებული და მათი გადარჩენის გზა მხოლოდ დესტაბილიზაცია, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაიწყონ გამოძიება და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში”, -განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)