20:47 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 12:21:00, 756 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი: თუ ვინმე აწყობს გადატრიალებას, ეს არის ხელისუფლება

თუ ვინმე აწყობს გადატრიალებას, ეს არის ხელისუფლება, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილისა და ენმ-ის ლიდერების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, „ეს ყველაფერი შიშით არის გამოწვეული, რადგან ხელისუფლება არჩევნებს აგებს“.

„ეს არის უნიჭო მცდელობა, მაგრამ რისი ვერ გავიგე. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მშვიდობიანი კამპანია. მე პირადად, ქუთაისში ჩემს ამომრჩევლებს ვესაუბრები ჩვენს პროგრამაზე, ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე და ბევრ სხვა საკითხზე. ხელისუფლება კი მუდმივად დაძაბულობის პროვოცირებას ცდილობს. ყველას გვახსოვს ჯერ საბურავების ამბავი, შემდეგ საქმის აღძვრა ჩვენს პარტიაზე. ეს ყველაფერი არის შიშით გამოწვეული, რადგან ხელისუფლება აგებს არჩევნებს. მათ  აქვთ ძალიან რთული ვითარება. მე ქუთაისში ყველა კვლევით ვიგებ  არჩევნებს  და ამ ერთ რაღაცაში გამრიეს თავიანთი ჭკუით“, -განაცხადა გიგი წერეთელმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი ცუდად დაუბრუნდება.

„ ვიღაცის სიტყვას ამოჭრიან და ამით რაღაცას თხზავენ. რა უნდა დღეს ამის გაკეთებას?  მე რასაც მოვუსმინე, რას ვამობ? ვინმეს ვესროლოთ, ჩამოვაგდოთ ან  დავამხოთ-მეთქი?  რატომ არის ამხელა დაძაბულობა ატეხილი?  მე რომ ვთქვა,  რევოლუციური ნაბიჯებით ვაპირებ წინსვლას მეთქი, ან ვგეგმავ რევოლუციურ გარდაქმნებს ეკონომიკაში, ამოჭრიან სიტყვა რევოლუციას და შეთხზავენ „ამბავს“. არც ვაპირებ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას“, - აღნიშნა წერეთელმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სუს-ს ავალებს მსგავსი სკანდალის აგორებას და არ გამორიცხავს რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ოჯახებსაც დაემუქრონ. 

 „თუ ვინმე ამწყობს გადატრიალებას ეს არის ხელისუფლება. მე ვურჩევდი მათ, რომ ამ სისულელეებს დაანებონ თავი,  თუ შეუძლიათ,  ათი დღე საქმით დაკავდნენ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, სოციალურ  ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics