|
2016-09-27 11:12:43, 754 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 27 სექტემბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია პოლიტიკური დიალოგი თემაზე: „საქართველო: მიღწევები, რეფორმების კონსოლიდაცია, მომავალი გამოწვევები და მისწრაფებები“. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დისკუსიის ორგანიზატორია ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი ანდრიას მამიკინსი. სახელმწიფო მინისტრი მისასალმებელი სიტყვით მიმართავს დისკუსიის მონაწილეებს. პოლიტიკური დიალოგის პირველ სესიაზე საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ, დისკუსიის მეორე ნაწილი კი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და გამოწვევების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძეს, აგრეთვე, დაეგეგმილი აქვს შეხვედრები ევროპარლამენტრებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)