|
2016-09-26 17:48:29, 546 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური გორის რაიონის საბავშვო ბაღებისა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის რაიონის საბავშვო ბაღებისა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემურ ცვლილებებზე, მაღალმთიანი სოფლების სკოლების გაძლიერების პროგრამებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „განათლების სისტემის განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება სისტემური ცვლილებები, რათა განათლებისა და მეცნიერების სისტემა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მყარი საფუძველი. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რათა საქართველოს განათლების სისტემამ რეგიონში ლიდერის პოზიციები დაიკავოს. ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად, გაგრძელდება მასწავლებლების კარიერული ზრდის ხელშეწყობა, ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება“,- აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა. მისივე ინფორმაციით, 2016-19 წლებში განხორციელდება 100-მდე სკოლის სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით უზრუნველყოფა, რის შედეგადაც 37 ათასზე მეტი მოსწავლე საქართველოს რეგიონებში მიიღებს საერთაშორისო სტანდარტის სკოლებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)