|
2016-09-26 17:41:38, 706 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: ეს არის საუკეთესო წინასაარჩევნო გარემო, რაც კი ყოფილა საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში
საუკეთესო წინასაარჩევნო გარემოა რაც კი ყოფილა საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნები ქართველი ხალხის ნება-სურვილს უნდა ასახავდეს. როგორც კელიმ „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, წინასაარჩევნო გარემო საუკეთესოა, რაც კი საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოფილა. „პირველ რიგში, ვიტყვი, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მან უნდა აჩვენოს საქართველოს წარმატება, კერძოდ, იგი უნდა იყოს ლეგიტიმური და სრულად უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნება-სურვილს. ვიტყოდი, რომ წინაარჩევნო გარემო კარგია. დავამატებ, რომ ეს არის საუკეთესო წინასაარჩევნო გარემო, რაც კი ყოფილა საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი. გარკვეიული პრობლემები იყო, განსაკუთრებით რეგიონებში. ამის შესახებ ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეხედულება, თუმცა საერთო ჯამში, წინასაარჩევნო გარემო ნამდვილად კარგია“, - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)