20:47 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 17:34:56, 491 ნახვა

პოლიტიკა
"თავისუფალი ზონის" წევრი: იმ პირებზე, რომლებმაც დღეს ორგანიზაცია დატოვეს, ზეწოლა განხორციელდა

"თავისუფალი ზონის" წარმომადგენელ დავით გოგოხიას განცხადებით, იმ პირებზე, რომლებმაც დღეს ორგანიზაცია ვითომდა დესტაბილიზაციის მოწყობის დავალების გამო დატოვეს, ზეწოლა განხორციელდა.

როგორც გოგოხიამ აღნიშნა, სუს-ი ბინძური საქმეების კეთებით არის დაკავებული.  

„ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომლის ნომერ პირველი მოვალეობაა ქვეყნის უსაფრთხოება, დაკავებული იყოს თავისი პირდაპირი საქმიანობის განცოხციელებით, დაკავებულია ასეთი ბინძური საქმეების კეთებით, დაშანტაჟებით,  მოსყიდვის გზით ახალგაზრდების გადაბირებით.  ახალგაზრდების ბინძურ პროვოკაციებში ჩართვით.

 ეს ყველაფერი აჩვენებს ძალიან ნათელ სურათს, რომ ივანიშვილის რეჟიმი  აგონიაშია, მაგრამ ეს ძალიან მალე დასრულდება. ორი კვირა დარჩა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე და აბსურდული სპექტაკლებით ცდილობს თავის გადარჩენას. 2 კვირაში ივანიშვილის რეჟიმი აღარ იქნება საქართველოში, ისინი გადავლენ ოპოზიციაში რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით", - განაცხადა გოგოხიამ.

შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბესო კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდგომი არეულობის მოსაწყობად სჭირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics