|
2016-09-26 17:37:24, 579 ნახვა
პოლიტიკა
გელა სამხარაული სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობაზე, ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვან ინტეგრაციაზე ისაუბრა. „ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა ქვეყანაში მცხოვრები ყველა მოქალაქის ღირსების და უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს. აუცილებელია სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში თქვენი სრულფასოვანი ინტეგრაცია. უმუშევრობის პრობლემების დასაძლევად არ უნდა არსებობდეს ენობრივი ბარიერი. სახელმწიფოებრივ დონეზე ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმულია. გადამზადდნენ და რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში გაიგზავნენ ქართული ენის პედაგოგები, ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამები, გაიხსნა ქართული ენის კლუბები. მნიშვნელოვანია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა და რელიგიური კონფესიების ფინანსური მხარდაჭერა“, - მიმართა გელა სამხარაულმა შეხვედრის მონაწილეებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)