|
2016-09-26 13:08:23, 614 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: დღევანდელი გადმოსახედიდან, ღარიბაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართულობას მივესალმებოდი
დღევანდელი გადმოსახედიდან, მივესალმებოდი ღარიბაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართულობას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ამაზე საუბარი ნაადრევია. "საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ შორს არის, თუმცა თუ ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს, რატომაც არა. ეს არის ჩემი პოზიცია. თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით არავისთან მსჯელობა არ მქონია. მათ შორის არც თვითონ ირაკლისთან არ მქონია ამაზე საუბარი. ირაკლის შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, უახლოეს მომავალშიც და უფრო შორსაც. ახალგაზრდა კაცია, ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად მოემსახურა საკუთარ ქვეყანას და ასევე ღირსეულად წავიდა. წავიდა როგორც გამარჯვებული კაცი და არა როგორც დამარცხებული. მაგრამ 2 წელი ჯერ კიდევ წინ არის და ეს დიდი დროა. დაველოდოთ მოვლენებს, შეიძლება ირაკლიმ იქამდეც მოისურვოს გამოჩენა", - განაცხადა ივანიშვილმა. ყოფილი პრემიერის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან ახლო ურთიერთობა დღემდე შემორჩა და ერთამენთს ხშირად კითხულობენ. "ერთმანეთს ძალიან ხშირად ვკითხულობთ. ჩვენ მეუღლეებსაც აქვთ ურთიერთობა ერთმანეთთან. ჩემმა მეუღლემ ბავშვი მონათლა რამდენიმე დღის წინ და იქაც შევხდით ერთმანეთს. ჩემი ბერაც არის ირაკლის ერთ-ერთი ბავშვის ნათლია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)