|
2016-09-26 09:15:14, 618 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ერთადერთი აქცია, რომელსაც ვგეგმავთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს
ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, როდის გეგმავს მმართველი ძალა აქციის ჩატარებას თბილისში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი ძალა აქციის გამართვას და ქუჩების გადაკეტვით საზოგადოებისთვის დისკომფორტის შექმნას არ აპირებს. „ჩვენ ვართ მმართველი ძალა, ხელისუფლებაში ვართ და არ ვიცი, ვის უნდა მოვუწყოთ აქცია. ჩვენ, პრაქტიკულად მოგებული გვაქვს არჩევნები და არანაირ აქციას და, მით უმეტეს, დისკომფორტის შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ქუჩები გადავკეტოთ და მოძრაობა ჩავკეტოთ, არ ვაპირებთ. ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, თბილისში აქციის გამართვის თარიღი დაასახელოს. „მოგეხსენებათ საარჩევნო კამპანია დასკვნით ეტაპზე გადადის და ყველა პარტია განსაკუთრებულ მზადებაშია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება გამარჯვებისთვის და სწორედ ამ სულისკვეთებით, 2 ოქტომბერს მასშტაბურ აქციას ვგეგმავთ თბილისის ცენტრში, რომელიც თავისუფლებისა და რესპუბლიკის მოედნებს მოიცავს, ბუნებრივია რუსთაველის გამზირის ჩათვლით.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)