19:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-25 17:05:07, 643 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი სოფელ ბიჩნიგაურში საწარმოს გახსნას დაესწრო

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიჩნიგაურში ხილისა და კენკრის საშრობი საწარმო გაიხსნა. შპს “იბერია ფრუტსი“ რეგიონში ხილისა და კენკრის საშრობი პირველი საწარმოა, რომელიც USAID-ისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ამოქმედდა. საწარმოს გახსნას დაესწრნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, „ქართული ოცნებიდან“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი.

„მაჟალოს, ასკილის და სხვა კენკროვანი ხილის საწარმო ბევრ ოჯახს მატერიალურ სარგებელს მოუტანს“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics