17:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-25 16:52:45, 639 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: აჭარაში ძალიან მაგრად ვიგებთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, ბათუმში  დღეს ამომრჩევლებს აჭარის ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი წარუდიგინეს. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ლევან ანთაძე, ფინანსთა მინისტრი - ზაზა ფარსენაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი დონარი სურმაიძე, კულტურის მინისტრი - ზაურ დავითაძე.

პარტიის ლიდერებმა ლევან ვარშალომიძემ, დავით ბაქრაძემ, ნიკა მელიამ და სანდრა რულოვსმა მხარდამჭრებს პარტიის სამოქმედო პროგრამა გააცნეს და ქვეყნის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.

შეკრებილებს უკრაინიდან ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. როგორც მან განაცხადა, ‘ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში დიდი შედეგებით იგებს:

„ძალიან მაგრად ვიგებთ აჭარაში, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც.  დარწმუნებული ვარ, აჭარის მთავრობა ლევანთან ერთად,  ყველაზე სანიმუშო იქნება “, - დასძინა მიხეილ  სააკაშვილმა. 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics