|
2016-09-22 14:59:22, 624 ნახვა
პოლიტიკა
დავით დონდუამ ავსტრიის დელეგაცია მიიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალური მდივანი მიხაელ ლინჰარტი მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ავსტრიის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და, კერძოდ, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საერთაშორისო ორგანიზაციების და კონკრეტულად ეუთო-ს ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის ასპექტები 2017 წელს ავსტრიის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, ასევე მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ სფეროებში არსებული აქტიური თანამშრომლობის დონე. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ თბილისში ახლადგახსნილი ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო დამატებით იმპულსებს შესძენს ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მიხაელ ლინჰარტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის რესპუბლიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსისადმი ისევე, როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ კონსულტაციებს ეუთო-ს ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით. მიხაელ ლინჰარტი საქართველოში ვიზიტით იმყოფება 2017 წელს ავსტრიის ეუთო-ში მომავალი თავმჯდომარეობის კონტექსტში და თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მიზნით.
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)