|
2016-09-22 14:55:25, 579 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის, ასევე ოზურგეთის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატები - ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან ერთად დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარადგინეს. “ნასაკირალში ძალიან მშრომელი და ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო ღირსეული ხალხის ღირსეული დეპუტატი. პრობლემებს აუცილებლად ერთად მოვაგვარებთ, რადგან ამას პირადი მიზნებისთვის კი არა, ქვეყნის და ხალხის სიყვარულით ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი განახლებული გუნდი ქვეყნისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. სწრაფი განვითარების გზით ჩვენ მივაღწევთ კეთილდღეობას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. ადგილობრივებს ასევე მიმართა არჩილ თალაკვაძემ: „თქვენი ერთსულოვანი მხარდაჭერით ნასაკირალში აუცილებლად გავიმარჯვებთ. მჯერა, რომ ხმას მისცემთ მომავლის ლიდერებს და თქვენი არჩევანი თითოეულ ოჯახს სასიკეთოდ დაუბრუნდება“.
(NS)
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)