|
2016-09-22 14:35:51, 701 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი ივანიშვილს: დასვით კითხვა ბატონო ბიძინა, მაგრამ რჩევა ვინმე უფრო გონიერს ჰკითხეთ
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ექს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა. „ ჩვენ არ დაგვიწყია. შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია ანუ "შეფასებები უკვე გავაკეთე" არის პოზიცია. ადრე ბოდიშის მოხდა არ გიჭირდათ ხოლმე, სამწუხაროა. მე კი პირობას გაძლევთ აუცილებლად მოიხდით ბოდიშს პატარა კაცისთვის, უღირსის და მსგავსი საძაგლობებისთვის, რომელიც იკადრეთ. კითხები არსებობსო -- დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს კითხეთ რჩევა, ვიდრე იმას ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ; პინგ-პონგი არა ამას უღირს უზრდელობაზე პასუხი ჰქვია. ახლა არსობრივად -- ბევრი დავიჭირეთო, ნიუნბერგი არ იქნებაო, ხალხს ნაცმოძრაობა რომ არსებობს ეს აღიზიანებსო. ამას სისტემური დანაშაული ჰქვია, იმ ენაზე თქვენ რომ მიშასავით მასხარად აიგდეთ - პროცედურების და კანონის ენაზე. 1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს. ამისათვის კი რაც საჭიროა იყო ჩემს 2012-2013 წლის იმაილებში ბევრი წერია და შეგიძლიათ მოიძიოთ“,-წერს ხიდაშელი. ცნობისთვის, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის „რესპუბლიკურ პარტიასთან“ პინგ-პონგის თამაშს არ აპირებს.
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)