12:34 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 16:53:58, 826 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი: 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვილს, ხადურს და ნარმანიას უფასო შვებულებაში გაუშვებს

სიმბოლურია, რომ ივანიშვილის საყვარელი მინისტრი ხადურია, საყვარელი ქალაქის მერი ნარმანია და პარლამენტში საყვარელი ხალხი ბესელია, კობახიძე, ძიძიგური და ა.შ. - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ნოდარ ხადური წარმატებული მინისტრია, თუმცა საზოგადოების ნაწილი იმ დონემდე დავიდა, რომ მას „საჭმელს უთვლიდნენ“.

მაჭავარიანის განმარტებით, იმაზე, თუ რა შედეგი მოიტანა ხადურის ფინანსთა მინისტრობამ, ციფრები მეტყველებს.

„2013 წელს საქართველოს ბიუჯეტმა დაკარგა 730 მილიონი ლარი. იმის გამო, რომ საქართველო გეგმით არ ვითარდებოდა, როგორც ჩვენ გვქონდა დამტკიცებული 2012 წელს, საქართველომ დაკარგა 8 მილიარდი ლარი. საქართველოს ეკონომიკა 2 მილიარდით შემცირდა, ვალები გაიზარდა. ექსპორტი 2011 წელზე ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს და რუსეთის ე.წ. ბაზარი გახსნილია. 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვილს, ხადურს და ნარმანიას უფასო შვებულებაში გაუშვებს,“ - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics