|
2016-09-18 10:41:42, 858 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოფიო კილაძე, ნაძალადევის ამომრჩეველს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოფიო კილაძე, ნაძალადევის ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდატმა რაიონის განვითარების პერსპექტივებსა და მომავალი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. „ მე ვიქნები მაჟორიტარი, რომელიც თითოეულ თქვენგანს მოუსმენს, და თქვენთან ერთად შეეცდება, მოაგვაროს ის პრობლემები, რაც დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე. ჩვენ ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ და ძალიან მაგარ ქვეყანას ავაშენებთ, ისეთს როგორიც ეკადრება ჩვენს წარსულს აწმყოსა და მომავალს. ჩვენ გპირდებით თქვენ, რომ შევინარჩუნებთ იმ თავისუფლებას, რომელიც გვაქვს, განვავითარებთ ეკონომიკას, ინფრასტრუქტურულ პროცესებს.“ - განაცხადა სოფიო კილაძემ. ნაძალადევის რაიონის ამომრჩევლევბთან შეხედრას, სოფიო კილაძესთან ერთად, პარტია „ქართული ოცნების“ ახალი სახეები ირინა ფრუიძე და ლევან კობერიძეც ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)