|
2016-09-17 18:35:39, 742 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება წინასაარჩევნო პროცესში
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია,რომლის მიხედვითაც სოფელ ფლავისმანში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჩასულ გორის მაჟორიტარ კანდიდატს ბადრი ბასიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი წანასაარჩევნო პლაკატებს საცხოვრებელი სახლების ღობეებზე აკრავდა,რისი საშუალებაც მას მოსახლეობამ არ მისცა. ადგილობრივებმა ბადრი ბასიშვილისთვის საარჩევნო პლაკატების გაკვრის ხელშეშლა იმით ახსნა, რომ საცხოვრებელი სახლის ღობე მათი კერძო საკუთრებაა და არ სურთ ,მათ საკუთრებაზე რაიმე სახის პოლიტიკური სააგიტაციო მასალა იყოს გაკრული. მომხდარზე მოკვლევას შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ,რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია არის მყარი და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება წინასაარჩევნო პროცესში . „ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია,რომ დღეს საქართველოში უზრუნველყოფილია თავისუფალი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)