|
2016-09-17 17:33:22, 563 ნახვა
პოლიტიკა
ილია წულაიამ დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია წულაიამ დიღმის მასივის V კვარტალში მდებარე 140-ე საჯარო სკოლასთან მდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის, დიდუბის გამგეობასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრებმა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა. „ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შეხვედრა დიდუბის მე-16 ოქლის მოსახლებასთან. ერთ-ერთი შეხვედრის დროს დავათვალიერეთ ეს ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში იყო მოუწესრიგებელი. გადავწყვიტეთ, მოგვეწესრიგებინა ეს ტერიტორია . ვფიქრობ, როდესაც ყველაფერი მოწესრიგდება და დასუფთავდება , აქ გაკეთდეს ლამაზი სკვერი, რომელშიც მოსახლეობა შეძლებს დასვენებას. შემოგვიერთდნენ ადგილობრივი მოსახლეობა და ბავშვები. ჩვენი ქალაქზე ისე უნდა ვიზრუნოთ, როგორც საკუთარ სახლზე“, - განაცხადა ილია წულაიამ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)