09:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 16:05:10, 693 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: სამართალდამცავები საზოგადოებრივ წესრიგს უნდა იცავდნენ და არა მმართველ გუნდს

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მხარეებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მძაფრდება.

როგორც ვაშაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, სამართალდამცავები დაპირისპირებისას ხელისუფლების ინტერესებს იცავენ.

„ნინოწმინდაში გუშინწინაც იგივე პრობლემა იყო ჩვენს მხარდაჭერებთან დაკავშირებით და ისინი იქ სამართალდამცავებმა დაკითხეს. ამიტომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაპირისპირების პრობლემა უფრო მძაფრდება და ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა. ამ კუთხით მთავარი მოქმედი მხარე სამართალდამცავი სტრუქტურები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ინტერესებს კი არ უნდა ახორციელებდნენ, არამედ საზოგადოებრივ წესრიგს უნდა იცავდნენ. ძალადობის ფაქტებზე რაგირება არ ხდება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ შტაბის თანამშრომელს და ადგილზე ნაცემია ორი ადამიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics