|
2016-09-17 15:30:52, 582 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილმა მეწარემეებს მეწარმოების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი ამჯერად ყვარელის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ახალსოფელში არსებული ხის საამქროს, შპს „ალკამარის“, თხილის გადამამუშავებელი საწარმოს , სოფელ თივის მიმდებარედ არსებული ღვინის ქარხნისა და შპს „ქინძმარაული მარანის“ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს მეწარმოების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გურამ მაჭარაშვილმა მეწარმეებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის მთავარ პრიორიტეტს სწორედ ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს. „ხელისუფლება ცდილობს ახალი ბაზრების ათვისებას. თქვენ იცით, ჩინეთის მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლებელია, საქართველოში წარმოებული პროდუქციის დამატებითი გადასახადების გარეშე ჩინურ ბაზარზე გატანა. მიმდინარეობს ევროპის ბაზრების ათვისების პროცესი“,- აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა. გურამ მაჭარაშვილის თქმით, მომდევნო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რაც პირდაპირ კავშირშია ბიზნესის ხელშეწყობასა და ეკონომიკის განვითარებასთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)