|
2016-09-17 10:51:36, 624 ნახვა
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრები გამართა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები კაჭრეთის მოსახლეობასთან გამართა. შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ და დასაქმების პროგრამებს. დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში მდებარე კლინიკა „კახეთი-იონშიც“იმყოფებოდა, სადაც C ჰეპატიტზე ადგილობრივ მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა. „მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის აქციები რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. გამოკვლევების ჩატარება საკმაოდ ძვირი ჯდება. ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ღირებულებაც 20 მილიარდზე მეტია, საქართველომ საჩუქრად მიიღო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, რომლის დამსახურებაცაა ამ პროექტის განხორციელება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)