|
2016-09-16 14:46:35, 747 ნახვა
პოლიტიკა
რუსლან გაჯიევი შეხვედრებს განაგრძობს
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსლან გაჯიევი, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად რუსლან გაჯიევი სოფელ ხულდარას, მოლაოღლისა და სოფელ გუშჩუს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მოსახლეობის გვერდით. ჩვენი პარტიის მმართველობის პერიოდში, მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი - სოფლების გაზიფიცირება, გზები, სასმელი წყლით უზრუნველყოფილია ისეთი დასახლებები, სადაც სასმელი წყალი არასდროს ყოფილა. ბოლო 2 წლის განმავლობაში 25-ზე მატი სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. აშენდა და კვლავ მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა. მოგვარებულია ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, განხორციელდა გზებისა და უბნების გარეგანათებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა რუსლან გაჯიევმა. ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლებასთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე. „ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობა არის პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა ათასობით ფერმერმა, თუ გლეხმა“, - აღნიშნა რუსლან გაჯიევმა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)