|
2016-09-16 14:20:59, 496 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანია: ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ამ დროისათვის 31 პროგრამას უწევს ადმინისტრირებას
„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ამ დროისათვის 31 პროგრამას უწევს ადმინისტრირებას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, მის წინასაარჩევნო დაპირებებში გარკვეული ახლი პროგრამების განხორციელება და სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი თანხების მიმართვა იყო, რაც შესრულებულია და თბილისის მერიამ 10 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი გაორმაგდა. გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე კეთილმოეწყო 76 ბინიანი სოციალური საცხოვრისი. „ასევე, 2015 წლის დეკემბრამდე დედაქალაქში არ არსებობდა მიუსაფართა თავშესაფარი, დედაქალაქის ხელისუფლების ცვლილებიდან ერთ წელიწადში სოფელ დიდ ლილოში ფუნქციონირება დაიწყო 240 ბენეფიციარზე გათვლილმა თავშესაფარმა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თბილისის მერის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა საანგარიშო პერიოდში 19 ახალი მანქანა შეიძინა, რომლებიც აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)