07:23 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 13:16:55, 674 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: ცდებით, თუ რომან გოცირიძე ვინმეს ოპონენტი გგონიათ, ისინი „კრიტიკანტები“ არიან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, ყველა საგაზო ინფრასტრუქტურული პროექტი წინასწარ განსაზღვრულ  დროში  სრულდება.

ამის შესახებ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს ოპონენტების კრიტიკასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ტემპები შენელებულია.

ჯავახიშვილი მათ ოპონენტების ნაცვლად,  „კრიტიკანტებს“ უწოდებს და ბრალდებებს უარყოფს:

"ისინი არ არიან ოპონენტები, ისინი არიან კრიტიკანტები, თუ გგონიათ, რომ რომან გოცირიძე ვინმეს ოპონენტია, ძალიან ტყუილად ფიქრობთ მაგას. ტემპების დასანახად თქვენ ყველანი ყოველთვის მიწვეულები ხართ ხოლმე და ყველა მონაკვეთის გახსნაზე ყველას გხედავთ ხოლმე. კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოთ ე.წ. ოპონენტებს, როცა აკეთებენ განცხადებას ხაშურამდე გზა ვერ გაგვიყვანიაო, ყველა იქ იყავით, როცა გავხსენით ხაშურამდე გზა. ანუ ტემპები გათვლილია და ყველაფერი დროში ვგაწერილია, დაწყებული იქიდან, რა პერიოდი სჭირდება წინასაპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რა დრო სჭირდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ტენდერებს, რა დრო სჭირდება თვითონ მშენებლობას. ერთადერთი, რაც წელს მოგვივიდა, ივლისში ვერ გავხსენით ორი ხაზი ზესტაფონისა, ეს სულ სხვა რამესთან იყო დაკავშირებული, სხვა ყველა პირობა პირნათლად სრულდება,ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზას წლის ბოლოს გავხსნით, როგორც შეპირებული იყო",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics