|
2016-09-15 15:03:47, 578 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: მტკნარი სიცრუეა, რომ უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრად უნდა დამენიშნა
მტკნარი სიცრუეა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა კოალიციაში და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის დანიშნვით კმაყოფილი იყო. "აბსოლუტური სიცრუეა ეს ყველაფერი. ის, რომ კვირიკაშვილი არის მისი აღმოჩენა, ესეც აბსოლუტურ სიცრუეა. ერთადერთი რასაც გავიხსენებდი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, უსუფაშვილი იყო აღფრთოვანებული და ძალიან გახარებული, რომ ასეთი ძლიერი პრემიერ-მინისტრი იყო. დავით უსუფაშვილს ჰქონდა პრობლემები ირაკლი ღარიბაშვილთან, ღარიბაშვილიც კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო, უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა ღარიბაშვილი, თუმცა გამოუცდელი მოვიდა. უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი მოახერხა, ვერაფერი გააწყო და ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა. რა თქმა უნდა ამას არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ კვირიკაშვილის კანდიდატურა მიკარნახა და ასეთ ზღაპრებს ყვება ამხელა კაცი, საოცრებაა. ერთადერთი რაც სიმართლე თქვა, მე მინდოდა, რომ "რესპუბლიკური პარტია" დაეტოვა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)