|
2016-09-15 13:34:16, 570 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთაში პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
დღეს, დიმიტრი ხუნდაძე ქალაქ მცხეთის ბაღებსა და სკოლებს ეწვია და აღსაზრდელებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. „დღეს თქვენს ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება. დღეს თქვენ პირველ ნაბიჯებს დგამთ ჯერ კიდევ ბავშვურ, მაგრამ შედარებით გათვიცნობიერებულ ცხოვრებაში. მინდა მოგილოცოთ სწავლის დაწყება და გისურვოთ დიდი განათლების მიღება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მცხეთის საკეთილდღეოდ. მსურს თითოეულ თქვენგანში ვხედავდე მომავალ ექიმებს, პედაგოგებს, ეკონომისტებს, იურისტებს, ხელოვანებს, დეპუტატებსა და სახელმწიფო მოხელეებს. მსურს თითოეული თქვენგანის მიერ მიღებული ცოდნა ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასიკეთოდ აისახოს. თქვენა ხართ საქართველოს მომავალი და გპირდებით, არ დაგიტოვებთ ისეთ ქვეყანას, სადაც კვლავ დაგჭირდებათ ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, კეთილდღეობისთვის. თქვენ აუცილებლად გექნებათ ძლიერი და ბედნიერი საქართველო“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. დღესვე, დიმიტრი ხუნდაძემ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მცხეთის წმიდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)