|
2016-09-15 13:12:05, 677 ნახვა
პოლიტიკა
გელა სამხარაული სოფელ იყალთოს ამომრჩეველს შეხვდა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფელ იყალთოს ამომრჩეველს შეხვდა. კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში იყალთოს ახალ როლზე გაამახვილა- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის „ქვევრის სკოლა-სახელოსნოს“ მშენებლობა და რაც მთავარია, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათი და ტურისტების მოზიდვის წყარო გახდება. გელა სამხარაულმა ვრცლად ისაუბრა სოციალურ საკითხებზეც. „გაუმჯობესებული სოციალური დაცვის პაკეტი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ჩ-ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, გაზრდილი პენსიები, ახალი ამბულატორიები- აი ეს არის ადამიანებზე ზრუნვა, ეს შევძელით ჩვენ. სამომავლოდ განვახორციელებთ საპენსიო რეფორმას და პენსიონერებს დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს გავუჩენთ, ქრონიკული დაავადებების მქონე უმწეოებსა და პენსიონერებს პირველადი მედიკამენტების 95%-ს სახელმწიფო დაგიფინანსებთ. ჩვენ თანაბრად ვზრუნავთ და არ ვახდენთ სოფლისა და ქალაქის დიფერენცირებას, ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი ყველა მოქალაქისთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და დროული უნდა იყოს“,- განაცხადა კანდიდატმა. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სოფლის ექიმის პროექტს და სოფლის ექიმების გადამზადებას, რომ მათი სტატუსი თანამედროვე მიდგომების შესაბამისი გახდეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)