|
2016-09-15 12:34:54, 694 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელია : ერთად უნდა დავუბრუნოთ სოფელს სიცოცხლისუნარიანობა
„ქართული ოცნების“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია რაიონში არსებული მსხვილი კომპანიის „აგრი-ჯორჯიაში“ („ფერეროში“) მომუშავე პერსონალს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ადგილობრივებისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა და მათი წინადადებების მოსმენა იყო. კანდიდატი ასევე იმყოფებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის (მუხურჩა, ვედიტკარი, ბანძა, ნოჯიხევი, ლეხაინდრაო, ნაჯახაო) და აბაშის მუნიციპალიტეტის (კაპანა, ონტოფო, სეფიეთი, სამიქაო-მაიდანი, საკაჭარავოს უბანი) სოფლებში. ოთარ დანელია მათ სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებულ რეფორმებზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და რაიონების პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა. „სოფლის მეურნეობის მინისტრად მუშაობის პერიოდში, საკმაო გამოცდილება მივიღე. აქტივს, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში დავაგროვე, მარტვილისა და აბაშის განვითარებისათვის გამოვიყენებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობა ხელშესახები გახდეს. ჩვენ შევძლებთ, რომ ოჯახებზე წარწერა: „სახლ-კარი იყიდება“ აღარ იყოს, სოფელს სიცოცხლისუნარიანობას დავუბრუნებთ. ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაციით და თანამშრომლობით, დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვახერხებთ ქალაქის განვითარების ახალ რელსებზე გადაყვანას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ ამომრჩეველთან შეხვედრისას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)