|
2016-09-15 10:23:55, 678 ნახვა
საზოგადოება
განათლების მინისტრმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ კომაროვის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა. მინისტრის თქმით, სკოლები სასწავლო პროცესის დაწყებას მომზადებული შეხვდნენ. "გვყავს არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი, უკარგესი ბავშვები, ძალიან მოტივირებული, ძალიან მონდომებული. მასწავლებელთა კორპუსიც მოტივირებული, კარგი ხალხი გვყავს. მინდა, ყველას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება", - განაცხადა ჯეჯელავამ. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, წელს უფრო მეტი პირველკლასელია, ვიდრე შარშან, შარშან იყო მეტი, ვიდრე შარშანწინ. ცნობისთვის, წელს პირველკლასელთა რაოდენობა 60 644-ია. "მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ძალიან სასიხარულოა, მზადყოფნის ხარისხი სახელნძღვანელოების, კომპიუტერების კუთხით ძალიან მაღალია. ასეთი კარგი მზადყოფნა დიდი ხანია, არ გვქონია", - აღნშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)