|
2016-09-14 18:14:48, 743 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზ თბილისი": გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება
„ყაზტრანგაზ თბილისის“ დირექტორის ნინო თურმანიძის განცხადებით, გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება, - ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, შექმნილი სიტუაცია გამოწვეულია იმით, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში ოდორანტის რაოდენობა საგრძნობლად აღემატება დადგენილ ნორმებს. მისივე თქმით, სუნის საგრძნობი მატება მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და არ არის დაკავშირებული გაზის გაჟონვასთან. "ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო ნივთიერების - ოდორანტის გარემოში ზედმეტად დიდი რაოდენობით გაჟონვის გამო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე რაიონში ოდორანტის რაოდენობა საგრძნობლად აღემატება დადგენილ ნორმებს. შესაბამისად, ამან გამოიწვია ეს სიტუაცია. დაახლოებით დღის ბოლოსთვის ეს სუნი აღარ იქნება, გაიწოვება“, - განაცხადა თურმანიძემ. მან მოსახლეობას მოუწოდა, ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ და ფართი გაანიავონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)