04:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 16:47:31, 728 ნახვა

პოლიტიკა
,,ცესკო" "მრეწველების" შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას აღასრულებს

საარჩევნო ბლოკი „თოფაძე, მრეწველები - ჩვენი სამშობლო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ "ცესკო-ს" თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ. 

„მიმაჩნია, რომ სასამართლომ, როგორც კანონში მოქმედმა ორგანომ, გაცილებით ფართო უფლებებით აღჭურვილმა, განმარტა კანონი ისე, როგორც ვერ განმარტავდა ცესკო-ს თავმჯდომარე - მოსამართლემ უფრო ფართოდ განმარტა კანონი, რის საფუძველზეც მას მიეცა უფლება, რომ ჩაეთვალა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩა 24 დღე, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გავასაჩივრო და აღვასრულო ის“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

შეგახსენებთ, რომ ცესკომ საარჩევნო ბლოკ ”თოფაძე პრეწველები ჩვენი სამშობლო საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ დაავალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics