|
2016-09-14 14:02:02, 542 ნახვა
პოლიტიკა
მერაბ ქვარაიამ და თამაზ ფაცაციამ ამომრჩევლებს სამოქმედო პროგრამა გააცნეს
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია სპორტკომპლესის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს მერაბ ქვარაიამ ქალაქის საკრებულოში ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბნის მაჟრიტარობის კანდიდატი თამაზ ფაცაცია წარუდგინა. ორივე კანდიდატმა მოსახლეობას სამოქმედო პროგრამა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო. „ეს არის უბანი, რომელმაც 2014 წლის არჩევნებში ნდობა გამომიცხადა და გავხდი ამ უბნის მაჟორიტარი ქალაქის საკრებულოში. დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა ის პროექტი, რომელიც აქ განხორციელდა. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენ სამომავლო გეგმებზე. თითოეული ჩვენგანის ამოცანაა, მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, ყველა უბანში იყოს გამართული ინფრასტრუქტურა. თამაზ ფაცაცია არის ადამიანი, რომელიც ამ უბანში ჯერ კიდევ არსებული პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული, იქნება მათი ღირსეული წარმომადგენელი ქალაქის საკრებულოში“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ შეხვედრის შემდეგ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)