|
2016-09-14 12:28:46, 580 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი გოდერძი თევზაძეზე: ვერავინ გაექცევა დანაშაულს
ძალიან კარგია, რომ გოდერძი თევზაძე არის დაკავებული, მას აქვს სრული უფლება, რომ დაიცვას თავისი უფლებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის თქმით, დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. „ძალია კარგია, რომ ის არის დაკავებული. მას აქვს სრული უფლება, რომ დაიცვას თავისი უფლებები. რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ წინასწარი კომენტარები აღარ უნდა გავაკეთოთ. გამოძიება ჩატარდება და მერე ყველაფერი დადასტურდება, რა არის სიმართლე. ვერავინ ვერ გაექცევა დანაშაულს, მაგრამ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებს გუშინ ჩაბარდა. გოდერძი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)