03:34 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 20:46:25, 779 ნახვა

პოლიტიკა
რუსთავში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ,,ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსთავის #30 მაჟორიტარულ ოლქში თეიმურაზ მენაფირემ, საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ,,ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბეგაძის სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ განცხადება, დეპუტატობის კანდიდატმა ცოტა ხნის წინ, საკუთარი საარჩევნო შტაბის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, მხარდამჭერებთან ერთად გააკეთა.

მისი განცხადებით, ის აღარ ეთანხმება ,,თავისუფალი დემოკრატების" მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსს და მიაჩნია, რომ პარტიის ლიდერი ამ კურსით ,,ნაციონალურ მოძრაობას" აძლიერებს. 

ცნობისთვის, თეიმურაზ მენაფირე ,,თავისუფალი დემოკრატების" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეც იყო. მასთან ერთად დღეს პარტია სხვა წევრებმაც დატოვეს. როგორც დღევანდელი ბრიფინგის მონაწილეები აცხადებენ, მენაფირესთან ერთად, პარტიის რუსთავის ორგანიზაცია დღეს 270-მდე წევრმა დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics