03:35 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 19:40:29, 622 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა

ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა, რომლის მმართველი საბჭოც ევროპარლამენტში არსებული ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფიდან აერთიანებს წევრებს. 

საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ჯგუფი დიდ წვლილს შეიტანს ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებაში. 

ჯგუფის თანათავმჯდომარის ევროპარლამენტარ კლერ მუდის განცხადებით ჯგუფის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება იმ კავშირების გამყარება, რაც უკვე არსებობს ევროკავშირს, ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის.

„ჩვენ ვაერთიანებთ წარმომადგენლებს ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან რათა ხელი შევუწყოთ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პირობის შესრულებას, ამაში კი ევროპარლამენტის გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში არსებული კავშირებიც დაგვეხმარება“- განაცხადა მუდმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები,  მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. მათ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვეს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics