|
2016-09-13 14:13:20, 624 ნახვა
საზოგადოება
დემურ სტურუას ოჯახის წევრები აქციების გამართვას აპირებენ
სამტრედიაში, სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას ახლობლები, სამტრედიაში აქციების გამართვას აპირებენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს ორი დღის განმავლობაში არ დააკავებენ, ოჯახის წევრები აქციებს თევზაძის სახლის წინ გამართავენ. ,,ორ დღეში ჩემი დემურის გარდაცვალებიდან 40 დღე გავა. არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ თევზაძე ისევ თავისუფალია. თუკი ორ დღეში, მისი დაკავება არ მოხდება, ორმოცზე ვინც მოვა, აქციაზე პოლიციელის სახლის წინ მივიყავნთ და ამას სისტემატურ სახეს მივცემთ", - განაცხადა დემურ სტურუას დედამ, ნონა ჯოჯუამ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სიკვდილამდე მან წერილი დატოვა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზად, ადგილობრივი რაიონული პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)