|
2016-09-13 12:15:54, 672 ნახვა
საზოგადოება
ქართველმა ფერმერებმა ჩინეთში ერთთვიანი სასწავლო ტრეინინგი გაიარეს
საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აგვისტოში, ჩინეთში 21-მა ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ერთთვიანი სასწავლო კურსი გაიარა. აღნიშნული ტრეინინგი სპეციალურად ქართველი ფერმერებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ტრეინინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ჰუნანის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორების ლექციები მოისმინეს ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკის, სტრუქტურისა და მართვის საკითხებზე. სასწავლო კურსის პრაქტიკულ ნაწილში, საველე ვიზიტების დროს, ქართველი ფერმერები, ჩინელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, ადგილზე გაეცნენ სათბურებსა და სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მიმდინარე კვლევებს. უწყების ინფორმაციით, სასწავლო კურსის ბოლოს, ტრეინინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევები სოფლის მეურნეობის სექტორში, კონსულტაცია და ტრეინინგები თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით. ჯგუფი 2008 წლიდან ჩართულია სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ახდენს ფერმერთა გადამზადებას. ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა საქართველოში 200-მდე ფერმერისთვის 5 სასწავლო კურსი ჩაატარა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)