22:00 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 18:50:51, 654 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე USDA -ის ექსპერტებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ექსპერტებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სოფლის მეურნეობის სექტორში სურსათზე მოთხოვნისა და მიწოდების ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელობის საკითხებზე გამახვილდა.

უწყების ინფორმაციით, ნოდარ კერესელიძემ მოსავლიანობის პროგნოზირების კვლევების პროექტის ფარგლებშისაქართველოს ზოგიერთ რეგიონში სიმინდის, ხორბლის, ციტრუსისა და ვაშლის კულტურის მოსავლიანობის პროგნოზირების შერჩევითი კვლევები წარმატებულად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA), სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსავლიანობის პროგნოზირების პროექტის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავების ნაწილში დახმარებას გაუწევს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics