|
2016-09-12 11:51:28, 544 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს ჩვენ მოწმე ვართ, რომ ოცნება რეალობად იქცა
საქართველოს შუაგულში კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება. საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი დასავლეთ საქართველოსთვის და მიზიდულობის ცენტრი მთელი რეგიონისთვის. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი «ქართუ». პრემიერის განმარტებით, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც გაშენდება 140 ჰექტარზე, უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის. სტუდენტთა პირველ ნაკადის მიღება 2019 წელსაა დაგეგმილი. "დღეს 12 სექტემბერია და შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე და პატივი არ მივაგოთ მის უკვდავ სულს. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, მეცნიერება და განათლება უნდა იყოს ქართველი კაცის თოფ-იარაღი და დღეს ჩვენი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურება.დღეს საძირკველი ეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. აქ , ქუთაისში, ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგნმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ ჩვენს რეგიონში. ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად შემთხვევითი არაა, ქუთაისია ის აქალაქი, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრის ფუქნცია.ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო კერის ფუქნციის დაბრუნების იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთნის.ეს იდეა მან პირველად საზოგადოებას ჯერ კიდევ 2011 წელს გაუზიარა, როდესაც თავისი პირველი წერილი გამოაქვეყნა, თუმცა თავად იდეა ბევრად უფრო ადრე გაჩნდა. დღეს ჩვენ იმის მოწმე ვართ, რომ ოცნება რეალობად იქცა და ბევრი ქვეყნისთვის მართლაც მიუწვდომელი პროექტი საქართველოში იწყებს ხორცშესხმას. მადლობა ბატონ ბიძინას ამისათვის. უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს. უნივერსიტეტის არსებობა ქვეყანას ინტელექტუალურ რესურსს შეუნარჩუნებს და კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს მათ. აშენდება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი.შეიქმნება ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს ფონდი «ქართუ». ორივე მეგაკომპლექსი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და როგორც თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება სახელმწიფო დაწესებულება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)