|
2016-09-09 17:42:14, 684 ნახვა
პოლიტიკა
ფხალაძე: დავით ბაქრაძე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის დანიშვნას გამოეხმაურა. ფხალაძე დარწმუნებულია, რომ იგი ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. "ელჩის პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი ჩვენს დიპლომატიურ სამსახურში, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. კონსულტაციების შედეგად შერჩეული იქნა დავით ბაქრაძის კანდიდატურა, რომელსაც აქვს კარგი და საინტერესო დიპლომატიური გამოცდილება. ის არაერთხელ იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამჟამად ის არის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იქნება ღირსეული ელჩი, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში,"- განაცხადა ფხალაძემ.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)