|
2016-09-09 12:37:22, 708 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: რეზოლუცია ხაზს უსვამს აშშ-ს პოლიტიკაში საქართველოს საკითხისადმი დიდ ინტერესს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის დამტკიცებას დიდ მხარდაჭერას უწოდებს. ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს - ტედ პოსა და ჯერალდ კონოლის, რომლებიც კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან. „ რეზოლუციამ ძალიან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. საქართველოში კონგრესმენების მიერ ბევრი ვიზიტი განხორციელდა, ასევე ჩვენი მხრიდანაც იყო ვიზიტები, რათა მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში. 33-მა კონგრესმენმა გამოთქვა ამ რეზოლუციის სპონსორობის სურვილი და შემდეგ უკვე 410 მხარდამჭერი ხმით გავიდა. ეს პირველ რიგში ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში საქართველოს საკითხისადმი დიდ ინტერესს. აქტიურად განიხილება ყველა ის პრობლემატიკა, რომელიც საქართველოს დღეს აქვს. აქტიურად განიხილება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, რომელიც აღნიშნულია რეზოლუციაში და ხაზგასმულია, რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკასა და საქართველოს შორის", - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, რეზოლუციაში გამოხატულია ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი, მტკიცე პოზიცია, რომ ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არასდროს არ აღიარებს. "საქართველოს აღიარებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ის მტკიცედ დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს საერთაშორისო მასშტაბით. ასევე ხაზგასმულია თანამშრომლობის საჭიროება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და საქართველო განხილულია, როგორც ამერიკის გრძელვადიანი ინტერესის ქვეყანა, რათა მიღწეულ იქნას სტაბილურობა, უსაფრთხოება და საქართველო თავისი განვითარებით, ამერიკასთან თანამშრომლობით ამას აღწევს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ არამხოლოდ ამერიკის ადმინისტრაცია, არამედ ორპარტიული კონგრესიც მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოსადმი და ეს მნიშვნელოვანია, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის სამომავლოდ გაღრმავებისთვის”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)