|
2016-09-08 11:36:55, 671 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ამერიკის ახალი პრეზიდნეტი ვინც არ უნდა გახდეს, საქართველოსთან ურთიერთობები მეტად გააქტიურდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია დიდი ხანია მზადდება და მნიშვნელოვანია, აშშ-ს მკონგრესმა ის ახლა მიიღოს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ათიოდე დღის წინ, საქართველოში, კონგრესმენების დელეგაცია იყო ჩამოსული და მათ სთხოვა, რეზოლუციის მიღება დაეჩქარებინათ. „ამერიკისგან ველით, სტრატეგიული პარტნიორობის გააქტიურებას საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის ახალი პრეზიდნეტი ვინც არ უნდა გახდეს, ჩვენ ვნახავთ უფრო მეტად გააქტიურებულ ურთიერთობებს საქრათველოსთან, ამის დასკვნის საშუალებას ის ვითარება გვაძლავეს, რაც არის კონგრესში, სენატში და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბში, ბანაკებში, რომლებთანაც გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა. როცა ვამბობ, რომ საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსებაზე, ეს არ არის უბრალოდ სურვილი, ეს არის არსებული ვითარების ანალიზი, საქართველოს სჭირდება რაც შეილება მეტი უსაფრთხოების გარანტიები. ამერიკას სჭირდება საქართველო დ და საქართველოსნაირი ერთგული პარტნიორები იმისთვის, რომ მსოფლიოში იყოს მიღწეული სტაბილურობა და მშვდიობა. ეს სჭირდება ჩვენი რეგიონის საერთო უსაფრთხოებას და ამ რეზოლუციას და ამ განცხადებებსაც განვიხილავ როგორც ნოყიერ ნიადაგს ამ წამოწყებისთვის ამ იდეის რეალიზებისთვის. რა თქმა უნდა, დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ვითარება ერთი მხრივ პრობლემების ანალიზი, რა იქნებოდა ადეკვატური პასუხი არის ეს, მეორე მხრივ, ამ მიმართულებით მუშაობას აქვს სერიოზული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნატოში გაწევრიანების პარალელურად, როგორც სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი სწორი ნაბიჯი”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოსაც და ნატო-საც სჭირდება გარკვეული შემოქმედებითი ინოვაციური მიდგომები ცნობილი პრობლემებისადმი და საქართველო შეეცდება ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული გარღვევების მიღწევას პარტნიორ ქვეყნებთან: „ჩვენ ნატო-სთან ვსაუბრობთ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე, ვსაუბრობთ ნატო-ს ეგიდით საქართველოში მიმდინარე პროექტებზე, საწვრთნელ ცენტრზე, სხვა პროექტებზე, რომლებიც მიმდინარეობს; დღესაც იქნება კიდევ შეხვედრები თავდაცვის სამინისტროში. ჩვენ უშუალოდ ნატ-სთან ვსაუბრობთ ამ თემაზე, თუმცა მე ბატონ გენერალურ მდივანს ძალიან ღიად და პირდაპირ ვუთხარი, რომ საქართველოსაც და ნატო-საც გვჭირდება გარკვეული შემოქმედებითი ინოვაციური მიდგომები ცნობილი პრობლემებისადმი, ვინაიდან ვითარება არის ისეთი, როდესაც ჩვეულებრივი გზებით და საშუალებებით პროცესის გაგრძელება არაა ადეკვატური. ამ თვალსაზრისით, ვუთხარი, რომ ნატოს-თან ინტეგრაციის კვალობაზე საქართველო შეეცდება ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული გარღვევების მიღწევას ჩვენსავე პარტნიორ ქვეყნებთან, ევროპულ ქვეყნებთან, აშშ-თან“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)