|
2016-09-08 09:58:59, 602 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ხშირად შეიძლება ნატოს კარზე კაკუნს ძალიან ხმამაღლა ვაგრძელებთ
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს(NAC) დელეგაციას ხელმძღვანელობს. ნატოს გენერალურ მდივანმა აღნიშნა, რომ ვარშავის სამიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ძლიერ თანამშრომლობას, რაც ალიანსსა და საქართველოს შორის არსებობს. მისი თქმით, ვარშავის სამიტი იყო საქართველოსადმი ნატოს პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურება. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „საჭიროა გაძლიერდეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის“. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსკენ სვლას აგრძელებს და ამ გზაზე ქვეყანას შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. „იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს, სჭირდება საქართველოს და ნატოს მჭიდრო თანამშრომლობა. ამიტომაც არის, რომ ხშირად შეიძლება ძალიან ხმამაღლა ვაგრძელებთ ნატოს კარზე კაკუნს. ეს არ არის ჩვენი ემოციური გადაწყვეტილება, ეს არის რაციონალური, პრაგმატული ანალიზის შედეგი“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია. ის არის ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია. „ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვაცნობიერებთ. ამიტომაც, ვაგრძელებთ საჭირო რეფორმების გატარებას ყველა მიმართულებით“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არ არის ცალმხრივი და ნატო ძალიან ბევრს იღებს საქართველოსგან და არა მარტო ავღანეთში. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ტერორიზმის გლობალური საფრთხის წინააღმდეგ“,-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მომავალ წელს, თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის გამართვის შესახებ. ხაზი გაუსვეს, რომ ეს ღონისძიება კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო ნატოსთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნის ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიზნით. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში, გაიმართება ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)