|
2016-09-07 15:21:33, 564 ნახვა
პოლიტიკა
ფხალაძე: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას. ფხალაძის განცხადებით, ნატო-საქართველოს საბჭოს შეხვედრა საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პროცესის შეუქცევადობას, რომელსაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია. „ჩრდილოატლანტიკური საჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაქსიმალურად დროულად მოხდეს იმ შეთანხმებების იმპლემენტაცია, რომელიც მიღწეულ იქნა ვარშავის სამიტზე. ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრების ფართო სპექტრს, რომლებზე განხილული იქნება აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც მნიშველოვანია ნატო - საქართველოს ურთიერთობებისათვის. ნატო - საქართველოს საბჭოს შეხვედრა საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პროცესის შეუქცევადობას, რომელსაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია. რადგან, როგორც წესი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტები არაწევრ სახელმწიფოებში არ ხდება და ამავე დროს, ეს საბჭოს მეოთხე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩენს, საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს დღეს ეწვია. დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში კი, შედიან ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ხვალ დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ორმხრივი შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტი გენერალურ მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვებს. ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა გაიმართება ნატო-ს მუდმივ წარმომადგენლებთან. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)