|
2016-09-07 12:47:41, 766 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძემა და გიორგი თოთლაძემ მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე ორთაშენის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა დასახლებაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, ასევე ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს. „ორთაშენის მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი. აუცილებლად მიმაჩნია მოსახლეობის ჩართულობა ჩვენი ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმის პროცესში, რათა კიდევ უფრო სწორად მოხდეს ქალაქის საბიუჯეტო თანხების განკარგვა. მოსახლეობა უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობით, გახდნენ მეტად ინფორმირებულები სხვადასხვა სახელმწიფო პროექტების შესახებ, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები და ჩართულობის კოეფიციენტი გაზარდონ. დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურზე დგას. ჩვენ დავიწყეთ დემოკრატიული ქვეყნის შენება , მოსახლეობას აღარ აქვს შიშის განცდა საკუთარი აზრის დაფიქსირებისას.მე მჯერა, ჩემი გორელები, 8 ოქტომბერს სწორედ დემოკრატიულ ღირებულებებს დაუჭერენ მხარს. ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველის“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კოდას აბანოსა და საციხურის სოფლების მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქარელი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი თოთლაძე. შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ საკუთარი სამომავლო გეგმები გააცნო. (NS)
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)